Friday, October 17, 2008

1. პროექტის სახელი: ჭურჭლეული __ უძველესი დროიდან დღემდე
2. პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში არსებული ჭურჭლეულის ნაირსახეობათა მოძიება. ჭურჭლეულის წარმოების უძველესი და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და აღწერა.
3. პროექტის სრული აღწერა: კაცობრიობის წინსვლის ეტაპები ნათლად აისახება ჭურჭლეულის განვითარების ისტორიაზე. არქეოლოგიური აღმოჩენები, მუზეუმებში გამოფენილი ნივთები იძლევა საშუალებას ჭურჭლეულის ნაირსახოვნებისა და დამზადების ტექნიკის შესწავლის მხრივ.
ადამიანის გონებრივი უნარები და ფანტაზია ქმნის პრაქტიკულ სამომხმარებლო, ესთეტიკური აღქმისა და დეკორატიული დანიშნულების ჭურჭელს. მასალათა ნაირგვარობის (მინა, სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, ფაიფური, თიხა,...) მიხედვით განსხვავებულია ჭურჭლეულის დამზადების უძველესი და თანამედროვე მეთოდები.
სხვადასხვა წეს-ჩვეულების, რელიგიური რიტუალის, ფიზიკური, ქიმიური ლაბორატორიების ფუნქციონირება წარმოუდგენელია შესაბამისი, სპეციფიკური ჭურჭლეულის გარეშე.
ფიგურათა სიმეტრიულობის, ფერწერული მოხატულობების, გეომეტრიული ფიგურების, ლოგოების გამოსახვათა სიზუსტე ქმნის ჭურჭლის ვიზუალურ ეფექტსა და ღირებულების ცენზს.
ჭურჭლეული იძლევა წარმოდგენას ადამიანთა ყოფა-ცხოვრებაზე, რასაც სრულყოფს ჭურჭლეულის სახელწოდებათა ეტიმოლოგიის შესწავლა.
ჭურჭლეულის შექმნის პროცესი დინამიკურია თავისი მნიშვნელობისა და დანიშნულებიდან გამომდინარე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება შესაბამისი ლიტერატურიდან და ინტერნეტის გამოყენებით;
მუზეუმებთან და მეცნიერ-არქეოლოგებთან თანამშრომლობა;
გუნდური მუშაობა;
დისკუსიის გამართვა;
ფოტოალბომის შექმნა;
ნივთების და ნახატების შექმნა;
პრეზენტაცია, საქველმოქმედო აქცია __ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეისწავლიან და გაეცნობიან ჭურჭლეულის ნაირსახეობებსა და წარმოების ტექნოლოგიებს სხვადასხვა დროსა და სივრცეში;
მოსწავლეები დაეუფლებიან კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს;
გამოიმუშავებენ გარემომცველ სამყაროზე დაკვირვების უნარ-ჩვევებს, აღმოაჩენენ ნაცნობ ნივთებში უცნობ ისტორიებს;
ჩამოუყალიბდებათ მუზეუმებთან და არქეოლოგ-მეცნიერებთან მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევა;
შექმნიან ფოტოალბომს, ნახატებს, სხვადასხვა მასალისაგან ნივთებს, ვიდეომასალას;
მოაწყობენ პრეზენტაციას, საქველმოქმედო აქციას__ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან და შეისწავლიან ჭურჭლეულის ნაირსახეობებს, ჭურჭლეულის წარმოების ტექნოლოგიებს სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში, ვიზუალური მასალით მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას, საქველმოქმედო აქციიდან მიღებული თანხით აღმოუჩენენ რეალურ დახმარებას ობოლ და მიუსაფარ თანატოლებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია __ მუზეუმებთან და არქეოლოგ-მეცნიერებთან თანამშრომლობა, ისტორიულ-დოკუმენტური წყაროების გამოყენება.
გეოგრაფია __ ტერიტორიების გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობის განსაზღვრა, ვაჭრობის როლის განსაზღვრა ეკონომიკის განვითარებაში.
ქართული __ მხატვრული და ხალხური ტექსტის ანალიზი, მსჯელობისა და კვლევა-ძიების უნარის განვითარება. სახელების ტერმინოლოგიათა კვლევა.
მათემატიკა __ გეომეტრიულ ფიგურათა მოცულობა.
ხელოვნება __ შემოქმედებითი უნარის გაღრმავება, ვიზუალური მასალის შექმნა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის მე-13 საჯარო სკოლა __ მაია ბარამიძე
თბილისის მე-14 საჯარო სკოლა __ შორენა სამაკაშვილი
თბილისის მე-16 საჯარო სკოლა __ ნინო ასლამაზიშვილი
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: Link
თამარ ხატიაშვილი, ლელა ცხადაძე, შორენა დათიაშვილი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა
tamarxatiashvili@gmail.com
lelacxadadze@gmail.com
shorenadatiashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
http://churchleuli.blogspot.com